11 მაისს გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ნაგებობების დამცავი სისტემის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი დამცავი სისტემის ფუნქციონირების დემონსტრაცია მოჰყვა.
აღნიშნული პროექტი სსსტც „დელტას“ დაქვემდებარებაში მყოფი გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში აშშ-ის ფლორიდის უნივერსიტეტის, დაცვითი ტექნოლოგიების ცენტრთან ერთად, NATO-ს სამეცნიერო პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი საბოლოო ეტაპზე მიწისქვეშა ნაგებობების საწვავის ღრუბლის აფეთქებისგან დაცვას ითვალისწინებს.
სსსტც „დელტა“ ამ პროექტში საბოლოო მომხმარებლის სტატუსით მონაწილეობს.
სისტემის ფუნქციონირების დემონსტრაცია
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.