დელტა
სიახლეები
მილიტარისტები სტუმრად “დელტაში”
გამოქვეყნების თარიღი:
08/07/2015

4 ივლისს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” მილიტარისტები ესტუმრნენ.
სამხედრო-ტექნიკური საკითხებით ღრმად დაინტერესებულმა, ეროვნული სამხედრო მრეწველობის გულშემატკივრებმა “დელტას” მიერ წლების განმავლობაში დამზადებული ქართული მსუბუქი შეიარაღების და მძიმე საბრძოლო ტექნიკის ნიმუშები ახლოდან დაათვალიერეს. გაეცნენ მათ ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს, დასვეს საკმაოდ კომპეტენტური შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები. დღის ბოლოს კი მილიტარისტული ტორტიც გაჭრეს.
მსგავს ღია კარის დღეს ქართული მილიტარისთა კლუბის წარმომადგენლებისთვის სსსტც “დელტა” ყოველწლიურად მართავს.

სრული ფოტოალბომი facebook-ზე

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.