დელტა
კადეტთა ვიზიტი სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში”

პრაქტიკული და საველე სწავლების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები ეწვივნენ.

კადეტებმა დაათვალიერეს ცენტრის საწარმოები, გაეცნენ “დელტას” მიერ წარმოებულ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას და მათთვის საინტერესო თემებზე ცენტრის თანამშრომლების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ვიზიტის დასასრულს კადეტებს საჩუქრად გადაეცათ ცენტრის ბრენდირებული აქსესუარები.

+
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც„დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დელტას“ დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოებული შეჯავშნული მანქანების, დრონების, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების შესაძლებლობებს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და უწყების ხელმძღვანელ პირებს უკვე შეხვდა.

დედოფლისწყაროში განახლებული საუტილიზაციო ბაზა გაიხსნა 

დედოფლისწყაროში დღეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, განახლებული საუტილიზაციო ბაზა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც სამომავლოდ უტილიზაციის არსებული წარმადობა გაიზრდება. ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ გენერალური დირექტორი იოსებ ლოლაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სლოვენიის საერთაშორისო ორგანიზაციის ITF-ის დირექტორი ტომაჟ ლოვრენჩი.

პროექტის - „ფიზიკური უსაფრთხოება, საბრძოლო მასალების მარაგების და კონვენციური შეიარაღების განადგურების მართვა საქართველოში“ ფარგლებში, საუტილიზაციო ბაზა, საერთაშორისო კომპანია ITF-ის შუამდგომლობით, აშშ-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა. იგეგმება „დელტას“ მიერ მაღალი წარმადობის დანადგარების წარმოება/ბაზის აღჭურვა, ასევე ვადაგასული, ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უსაფრთხო უტილიზაცია/დემილიტარიზაცია.

​2021 წელს თავდაცვის სამინისტრომ სლოვენიის რესპუბლიკის ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერების სატრასტო ფონდთან (ITF) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორობას ვადაგასული, პირველადი დანიშნულებით გამოუსადეგარი და შესაბამისი ორგანოს მიერ ჩამოწერილი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაციას.

შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეები “დელტას” ესტუმრნენ

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ეწვია სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის 18 მოსწავლე.
ვიზიტის დროს მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას. მოინახულეს საწარმოები, გაეცნენ ცენტრ დელტას მიერ წარმოებულ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცენტრი დელტა ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რათა ახალგაზრდა თაობაში ავამაღლოთ ცნობადობა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჩვენს საქმიანობას.
ვიზიტის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ცენტრის ბრენდირებული აქსესუარები.

სასადილოს ახალი შენობის გახსნა
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ, ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცენტრის ტერიტორიაზე ახალი სასადილოს შენობა გახსნა. 100 ადამიანზე გათვლილი კვების ობიექტი, „დელტას“ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და მათ, ყოველ სამუშაო დღეს, ხელსაყრელი ტარიფებით მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სასადილო აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და დანადგარებით. შიდა სივრცე დაყოფილია რამდენიმე ფუნქციურ ზონად და მაქსიმალურადაა გათვალისწინებული კვების ობიექტში დასაცავი ნორმები. ცენტრი „დელტა“ კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს თანამშრომელთა სამუშაო პირობებისა და ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებზე მუშაობას.
თურქეთის ელჩის ვიზიტი

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი და სამხედრო ატაშეები ეწვივნენ. სტუმრები ორგანიზაციის სპეციფიკას გაეცნენ და საწარმოებში სამუშაო პროცესს დაესწრნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე ცენტრ „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და ელჩმა ალი კაან ორბაიმ  სხვადასხვა საკითხი განიხილეს და რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

1 2 3 20