კახეთში ჭოტორის მთაზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა.
სისტემის მოწყობას სსიპ სსსტც “დელტა” ახორციელებს, სამშენებლო სამუშაოებს კი მისი შვილობილი კომპანია შპს “მშენებელი-2011”.
სეტყვის საწინააღმდეგო ერთიანი სისტემა კახეთში აპრილის ბოლოს ამუშავდება, ნალექებზე ზემოქმედების საცეცხლე წერტილები მთელს რეგიონს გადაფარავს და სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 95 % ით შეამცირებს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.