სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციისას მოხახუნე კვანძების ტრიბოტექნიკური მახასიათებლები ხშირად ტექნიკურ მოთხოვნებს არ შეესაბამება: მუშაობის სხვადასხვა პირობებში ხახუნის კოეფიციენტი ფართო დიაპაზონში იცვლება. მაგ. ტრანსმისიების ელემენტების, ვაგონის თვლისა და რელსის კონტაქტში იგი შეიძლება 15-ჯერ შეიცვალოს, რაც იწვევს ცვეთის მაღალ ინტენსივობას, ხმაურს, ვიბრაციებს და საავარიო სიტუაციებს. ამიტომ მოხახუნე ზედაპირები საჭიროებს მოდიფიცირებას და მოთხოვნების მიხედვით აუცილებელია ხახუნის ძალების მართვა: სტაბილიზიაცია, შემცირება ან გაზრდა.
სსიპ სსსტც “დელტას” დაქვემდებარებაი მყოფი რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში დამუშავდა და ლაბორატორიულ პირობებში გამოიცადა ახალი ტიპის ეკოლოგიურად უვნებელი და შედარებით იაფი ხახუნის მოდიფიკატორები, რომლებიც საშუალებას იძლევა მძიმედ დატვირთულ მოხახუნე ელემენტების კონტაქტის ზონაში შემცირდეს ან გაიზარდოს ხახუნის ძალები, შემცირდეს მათი ცვლადი მდგენელი.
ხახუნის კოეფიციენტის შემამცირებელი მოდიფიკატორების გამოცდის შედეგები: ხახუნის კოეფიციენტის დამოკიდებულება კონტაქტურ ძაბვაზე (ა) და ბრუნვის სიხშირეზე (ბ) სხვადასხვა სახის ხახუნის მოდიფიკატორები-სათვის; 1 –ექსპლუატაციაში არსებული ხახუნის მოდიფიკატორი, 2 – 5 – ინსტიტუტში დამუშავებული ხახუნის ახალი მოდიფიკატორები.
ხახუნის ძალის გაზრდისათვის განკუთვნილი ახალი მოდიფიკატორების გამოცდის შედეგები: ხახუნის კოეფიციენტისა (ა) და ხახუნის მოდიფიკატორის მოცილებამდე ბრუნთა რიცხვების დამოკიდებულება კონტაქტურ ძაბვაზე (1 – 3 – სხვადასხვა შემადგენლობის ახალი ხახუნის მოდიფიკატორები)
ინსტიტუტის მიერ მიერ შექმნილი ხახუნის ახალი მოდიფიკატორები ევროპელი ექსპერტების მიერ შერჩეულია ევროკავშირის საერთაშორისო კონკურს TRA VISIONS 2016-ში (TRA Visions 2016, EU Champions of Transport Research Competition) მონაწილეობისათვის, კონკურსი გაიმართება 2016 წლის 18‐21 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.