დელტა
სიახლეები
კადეტთა ვიზიტი სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში”
გამოქვეყნების თარიღი:
28/06/2023

პრაქტიკული და საველე სწავლების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები ეწვივნენ.

კადეტებმა დაათვალიერეს ცენტრის საწარმოები, გაეცნენ “დელტას” მიერ წარმოებულ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას და მათთვის საინტერესო თემებზე ცენტრის თანამშრომლების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ვიზიტის დასასრულს კადეტებს საჩუქრად გადაეცათ ცენტრის ბრენდირებული აქსესუარები.