დელტა
სიახლეები
იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ვიზიტი
გამოქვეყნების თარიღი:
15/12/2021
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი იუსეფ ა. ალ ჰნაითი დელეგაციის წევრებთან ერთად ესტუმრა.
სტუმრებს სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ უმასპინძლა და საწარმოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ცენტრის ტერიტორია და საწარმოები დაათვალიერეს. იორდანიელი სტუმრები, სხვადასხვა პროდუქციაზე მუშაობის პროცესს დააკვირდნენ და ადგილზე გაეცნენ „დელტა“-ში დამზადებულ ტექნიკას.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.