სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აცხადებს ვაკანსიას საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევების და განვითარების დეპარტამენტის „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ჯგუფის ინჟინერ-ელექტრიკოსის“ თანამდებობაზე - პირის შრომითი პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
კატეგორია: საკონსტრუქტორო
ანაზღაურება: ხელფასი შეთანხმებით (გამოცდილების და პროფესიული უნარების შესაბამისად).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;
ფუნქცია-მოვალეობები
ა) მუშაობს საკონსტრუქტორო ნორმატიულ დოკუმენტებზე;
ბ) აკეთებს პრინციპიალური სქემების (ელექტრონული) ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში ქმნის სქემებს;
გ) ქმნის მარტივ ელექტრო დაფებს;
დ) აკეთებს ელექტრო ბლოკების ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში ასრულებს აღდგენით სამუშაოებს;
ე) მონაწილეობას იღებს საწარმოში გამოშვებული ნაკეთობების კონსტრუქციის სრულყოფაში (ხარისხი, საიმედობა, რესურსი და სხვ.);
ვ) უზრუნველყოფს ნორმატიული დოკუმენტაციის, ქონების, ინვენტარისა და მოწყობილობების დაცულობას, რომლებიც მიმაგრებულია სამუშაო ადგილზე და პირადად ინჟინერზე;
ზ) იცავს შრომის დაცვის წესებსა და ნორმებს, ტექნიკის უსაფრთხოებას, საწარმოო სანიტარიასა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას, მოთხოვნებს ბუნებრივ გარემოზე მავნე ზემოქმედებების თავიდან აცილების შესახებ;
თ) ამზადებს შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდულ ანგარიშებს და წარუდგენს ხელმძღვანელ პირს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის დავალებებსა და მითითებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ჯგუფის ინჟინერ-ელექტრიკოსი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.