სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანსა და დელეგაციის სხვა წევრებს სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ უმასპინძლა და ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ცენტრის საწარმოო შესაძლებლობები და განხორციელებული პროექტები. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა „დელტას“ ტერიტორია და საწარმოში დამზადებული სხვადასხვა სახის ტექნიკა დაათვალიერეს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.