დელტა
სიახლეები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი „დელტაში“
გამოქვეყნების თარიღი:
12/08/2021

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ-ცენტრ „დელტას“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი და მისიის მეკავშირე ოფიცერი იაცეკ სტოხელი ეწვივნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის წარმომადგენლებს  „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ უმასპინძლა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მოკლე ანგარიში გააცნო. ვიზიტზე მხარეებმა „დელტაში“ წარმოებული სამხედრო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები – „დელტას“ ბრენდირებული პროდუქცია გადაეცათ.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.