დელტა
სიახლეები
„დელტა“-ს ეუთო-ს ექსპერტები ეწვივნენ.
გამოქვეყნების თარიღი:
02/02/2017

საბრძოლო მასალების უტილიზაციის პროექტის ფარგლებში 31 იანვარს სსსტც „დელტა“-ს ეუთო-ს (OSCE) ექსპერტები ეწვივნენ.
„დელტა“-ში ამჟამად მიმდინარეობს პროექტი – „საავიაციო რაკეტებისა და ბომბების გაუვნებელყოფა, გადამუშავება და განადგურება; ფეთქებადი ნივთიერების გამოდნობა საარტილერიო ჭურვებიდან“, რომელსაც აფინანსებს ეუთო. პროექტის სტრატეგიული მიზნებია ვადაგასული და ჩამოწერილი საავიაციო ბომბების, ასევე საარტილერიო გასროლებისა და ჭურვების არასანქცირებული გამოყენების, სხვა ქვეყანაში ან ტერორისტების ხელში მოხვედრის ალბათობის დაყვანა ნულამდე;
ეუთო-ს ექსპერტების ვიზიტის ამოცანაა შექმნას შეფასების ანგარიში, რომელიც გამოსადეგია შეთავაზებული განადგურების და ტრანსპორტირების მეთოდოლოგიებად გამოსაყენებლად და ასევე უზრუნველყოს რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებებისათვის.
ექსპერტები გადახედავენ საარტილერიო ჭურვებისა და გასროლების განადგურების და ტრანსპორტირების ინსტრუქციებს, რომლებიც სსსტც „დელტა“-ს მიერ მომზადდა. საქართველოში ვიზიტით ექსპერტებს მიეცემათ საშუალება გადახედონ დედოფლისწყაროში უტილიზაციის საწარმოს და შეთავაზებული მეთოდოლოგიები განიხილონ დელტას ტექნოლოგებთან ერთად.
პროექტის ძირითადი ამოცანაა საქართველოს სამხედრო ბაზებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დატოვებული ვადაგასული, ჩამოწერილი და ზენორმატიული საბრძოლო მასალებისაგან გამოწვეული რისკების შემცირება, ბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და გარემოს დაცვა მოსალოდნელი ხიფათისაგან.

პროექტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.