დელტა
სიახლეები
„დელტას” იტალიის რესპუბლიკის ატაშე ეწვია
გამოქვეყნების თარიღი:
07/12/2021

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას” გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის ატაშესთან, პოლკოვნიკ ეტორე გაგლიარდისთან. შეხვედრას ასევე დაესწრო თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ჯუზეპე პასკუალე. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ,,დელტას” საერთაშორისო პარტნიორობის პერსპექტივები და სხვადასხვა ქვეყნისთვის დამზადებული სამხედრო პროდუქციის შესაძლებლობები.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.