სსსტც ,,დელტას,, მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ჰუმანიტარული განაღმვითი ოპერაციების წარმოებაა.
,,დელტას,, მიერ დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს 2008 წლის ომის დროს სოფელ სკრასთან აფეთქებული საბრძოლო მასალების საცავის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფეთქებადსაშიში მასალებისგან გაწმენდა.
ამ მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ სპეციალურად დაიჯავშნა და განაღმვითი ოპერაციების განხორციელებისთვის მომზადდა მძიმე საინჟინრო ტექნიკის რამდენიმე ერთეული.
აღნიშნული ტექნიკა ნიადაგში გაბნეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალების მაქსიმალურად უსაფრთხო გაუვნებელყოფის საშუალებას იძლევა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.